მამუკა მდინარაძე – კანდიდატის სტატუსზე: ბუნებრივია, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არსებობს.
მისივე თქმით, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
“ბუნებრივია, გვაქვს პოზიტიური მოლოდინი იმიტომ, რომ საქართველომ ეს დაიმსახურა – თავისი ხელისუფლებით, თავისი ხალხით, თავისი პროევროპული, პროდასავლური განწყობებით, თავის კონსტიტუციაში მკაფიოდ განსაზღვრული კურსითა და გატარებული რეფორმებით.
თუმცა, წელს უკვე ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ შემხვედრი დინამიკაც არის პოზიტიური. ეს არის ძალიან კარგი და სწორად იმიტომ, რომ საქართველო იმსახურებს ამ სტატუსს, მივიღებთ ამ სტატუსს“, – განაცხადა მდინარაძემ.