ირაკლი ღარიბაშვილი: გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერმინისტრად არჩევას, მოუთმენლად ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად

გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერმინისტრად არჩევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.

„გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერმინისტრად არჩევას. მოუთმენლად ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. საქართველოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, ევროკავშირის წევრობის გზაზე, ჩვენ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი გვაქვს”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები