დანიელა გიტმანი: რუმინეთი ემხრობა მოლდოვასა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
რუმინეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივნის, დანიელა გიტმანის განცხადებით, რუმინეთი მოლდოვასა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემხრობა.
„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი, რომლის გაცემაც შეგვიძლია ჩვენი პარტნიორებისთვის, რომლებიც ცდილობენ ევროპულ გზაზე წინსვლას. ასე რომ, რუმინეთი ძლიერ ემხრობა მოლდოვასა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ჩვენი მიზანი. ასევე, ჩვენი ხმა იქნება ძალიან ხმამაღალი ევროპულ გზაზე დასავლეთ ბალკანეთის წინსვლის მხარდაჭერაში“, – განაცხადა დანიელა გიტმანმა.