ირაკლი კობახიძე: „ნაცური“ თავხედობაა, როდესაც კორუმპირებულ კეზერაშვილს აქვს საშუალება ისაუბროს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ საქველმოქმედო პროექტზე ნეგატიური კუთხით

“მე ვსაუბრობდი „ნაცურ“ თავხედობაზე, რომელიც შეიძლება, იყოს გამოხატული მედიიდან და არა მარტო მედიიდან. აქ მთავარი მედია კი არ არის, არამედ „ნაცური“ თავხედობა, როდესაც კეზერაშვილს აქვს საშუალება, თავხედურად მძარცველმა, ყაჩაღმა, კორუმპირებულმა ისაუბროს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ საქველმოქმედო პროექტზე და ისაუბროს ნეგატიური კუთხით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მრავალწლიანი კამპანია ჰქონდათ მიძღვნილი დენდროლოგიური პარკის მიმართ, რომ ივანიშვილი თითქოს თავისთვის ეზოს მოწყობას ცდილობდა.

„თქვენ იცით, რომ 10 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს უკვე დენდროლოგიურ პარკს. ეს არის უნიკალური პარკი, რომელიც შეიქმნა. მრავალწლიანი კამპანია ჰქონდათ მიძღვნილი ამ დენდროლოგიური პარკის მიმართ, რომ თითქოს თავისთვის ეზოს მოწყობას ცდილობდა ბიძინა ივანიშვილი. სინამდვილეში შეიქმნა უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომელიც უნიკალურია რეგიონისა და მსოფლიოს მასშტაბითაც იშვიათია ასეთი ლოკაციები. მილიონობით ქართველსა თუ ტურისტს აქვს იმის საშუალება, რომ საკუთარი თვალით ნახოს ეს უნიკალური პარკი და ამისთვის კეთდებოდა ეს ყველაფერი. ამ საკითხზეც კი კეზერაშვილი, ეს უბედური მძარცველი, ყაჩაღი, კორუმპირებული სიუჟეტებს უძღვნის ამ თემას. ეს არის „ნაცური“ თავხედობა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები