“დღემდე ვერ ათქმევინა ვერავინ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს” – ირაკლი კობახიძე
“დღემდე ვერ ათქმევინა ვერავინ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე?!”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ [„ქართულ ოცნებას“] არაფერი გვესაქმება, მით უმეტეს, რომ ის [სალომე ზურაბიშვილი] აგრძელებს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას. ასეთი ადამიანის ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, არ და ვერ მივალთ, ეს არ არის ჩვენი საქმე მისი პოზიციიდან გამომდინარე. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი ახორციელებდა საბოტაჟს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. დღემდე ვერ ათქმევინა ვერავინ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე?!“ – აღნიშნა კობახიძემ.