“ვინმე თუ იყო საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ევროპულ გზაზე და დღემდე რჩება, ეს არის უნგრეთი, რომელიც ყოველთვის აყენებდა საკითხს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე” – გივი მიქანაძე
“ვინმე თუ იყო საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ევროპულ გზაზე და დღემდე რჩება, ეს არის უნგრეთი და უნგრეთის მხრიდან ეს განცხადება გაკეთებული იყო ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც უსამართლოდ არ მოგვეცა კანდიდატის სტატუსი”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 27 ქვეყნის ლიდერი აუცილებლად იპოვის კონსენსუსს, საქართველო სამართლიანად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და 15 დეკემბერს ჩვენ შევძლებთ, ყველამ ერთად ვიზეიმოთ ეს წარმატება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.