არჩილ თალაკვაძე: მადლიერები ვართ, რომ აზერბაიჯანმა გამოხატა თავისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ
მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო მადლიერია აზერბაიჯანის მიმართ, რომელმაც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე თავისი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.
მისივე თქმით, საქართველო მზადაა, შეასრულოს ის მნიშვნელოვანი როლი, რაც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას სჭირდება.
„ჩვენ მადლიერები ვართ, რომ აზერბაიჯანმა გამოხატა თავისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ეს არის გაგრძელება იმ ურთიერთობებისა და მეგობრობის, რომელიც ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის არსებობს.
ბუნებრივია, საქართველო თავის მხრივ მზადაა, შეასრულოს ის მნიშვნელოვანი როლი, რაც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას სჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.