კობახიძე: დარწმუნებული ვარ, უნგრეთი და ევროკავშირი მოახერხებენ შეთანხმების მიღწევას უკრაინის საკითხის გარშემო და მას ვერ ექნება გავლენა საქართველოს საკითხის გადაწყვეტაზე
დარწმუნებული ვარ, უნგრეთი და ევროკავშირი მოახერხებენ შეთანხმების მიღწევას უკრაინის საკითხის გარშემო და მას ვერ ექნება გავლენა საქართველოს საკითხის გადაწყვეტაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
„უნგრეთს აქვს თავისი მოსაზრებები უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე. ეს არის უნგრეთისა და ევროკავშირის საქმე. ამაზე წარიმართება მოლაპარაკებები და დარწმუნებული ვარ, უნგრეთი და ევროკავშირი მოახერხებენ შეთანხმების მიღწევას ამ საკითხის გარშემო. თვითონ ამას ვერ ექნება გავლენა საქართველოს საკითხის გადაწყვეტაზე. ევროპულმა კომისიამ უკვე გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოს სასარგებლოდ. საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, მათ შორის შესრულდა 12 პრიორიტეტის ქვეშ გაწერილი რეკომენდაციები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.