იმედი მაქვს, ევროპული საბჭო ევროპულ გადაწყვეტილებას მიიღებს – შალვა პაპუაშვილი
“იმედი მაქვს, წელს ევროპული საბჭო ევროპულ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კანდიდატის სტატუსზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„როგორ შარშან, წელსაც ჩვენ მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით ლიდერი ვართ. შარშან საქართველო დაიჩაგრა და წელს, იმედი მაქვს, რომ ევროპული საბჭო ევროპულ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებული უნდა იყოს დამსახურებაზე, ამიტომ ეს არის ჩემი მოლოდინი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
8 ნომებერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, 15 დეკემბერს მიიღებენ.