“საქართველოს შეუძლია კიდევ ერთხელ იყოს ამაყი იმ მიღწევებით, რომელიც გვაქვს” – შალვა პაპუაშვილი კორუფციის საერთაშორისო დღის შესახებ 

“დღეს კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და ამ მხრივ საქართველოს შეუძლია კიდევ ერთხელ იყოს ამაყი იმ მიღწევებით, რომელიც გვაქვს”,  – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა და ის ევროკავშირს 6 და ნატოს 9 წევრ ქვეყანას უსწრებს.

„ეს რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა. ეს მიღწევები აღნიშნულია ევროკომისიის დასკვნაში და ამ მხრივ საამაყოა, რომ ჩვენ მოწინავე პოზიციებს ვინარჩუნებთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები