ახლა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი ივლიან, ირბენენ თუ დიდ ნაჭრებს გადაჰფენენ ევროპის მოედანზე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – გურამ მაჭარაშვილი

“ახლა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი ივლიან, ირბენენ თუ დიდ ნაჭრებს გადაჰფენენ ევროპის მოედანზე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენმა, საზოგადოებისა და ხელისუფლების პოლიტიკამ გაამართლა. ჩვენ ვმუშაობდით სამუშაო ჯგუფებში და დავიცავით ჩვენი სუვერენიტეტი. ახლა, უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი ივლიან, ირბენენ თუ დიდ ნაჭრებს გადაჰფენენ ევროპის მოედანზე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ემსახურება მხოლოდ პიარს, რომელიც უკვე მათ აღარ უშველით“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

თბილისში მზადება მარშისთვის სახელწოდებით „ჩვენი ხმა ევროკავშირს“ მიმდინარეობს. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები