მაქვს მოლოდინი, რომ სტატუსს აუცილებლად მოგვანიჭებენ – ბექა დავითულიანი
“საქართველო მხარს უჭერს, რომ უკრაინასა და მოლდოვას გაეხსნას მოლაპარაკებები და მეტიც, მოლაპარაკებები ასევე მალე, სტატუსის მინიჭების შემდეგ გაუხსნან საქართველოსაც”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„თუ ვინმე, წარდგენილი სამი ქვეყნიდან ობიექტურად იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ეს იმთავითვე, შარშანვე იყო საქართველო. სამწუხაროდ, მაშინ ევროკავშირმა არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. მაქვს მოლოდინი, რომ სტატუსს აუცილებლად მოგვანიჭებენ. რა თქმა უნდა, საქართველო მხარს უჭერს, რომ უკრაინასა და მოლდოვას გაეხსნას მოლაპარაკებები და მეტიც, მოლაპარაკებები ასევე მალე, სტატუსის მინიჭების შემდეგ გაუხსნან საქართველოსაც. მე დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ამ მოლაპარაკებების გახსნაზე კონსენსუსი იქნება მიღწეული“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.