“ნიკა მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში დიდი არ არის, თუმცა, კარგი ის არის, რომ მას შეუძლია, დაახლოებით, 1% წაართვას „ნაცმოძრაობას“ – ირაკლი კობახიძე

“ნიკა მელია არ გადიოდა „ნაცმოძრაობიდან“, სანამ არ გარიცხეს და ამის მერე თქვა, რომ გავიდა პარტიიდან. ეს თავიდან ბოლომდე მეტყველებს მის არათანმიმდევრულობაზე, აქამდე თავმოყვარე კაცი უნდა გასულიყო „ნაცმოძრაობიდან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ამ უმძიმეს პოლიტიკურ პარტიას ვერ ელეოდა ამდენი ხნის განმავლობაში, ინარჩუნებდა იმედს, რომ მოახერხებდა ნაცმოძრაობაში პოზიციების აღდგენას. ახლა უკვე გარიცხულზე გასვლას, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს. მთლიანობაში მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში მაინცდამაინც დიდი არ არის, თუმცა, კარგი ის არის, რომ მას შეუძლია დაახლოებით 1% წაართვას „ნაცმოძრაობას“. შესაბამისად, ეს ყველაფერი, ბუნებრივია, დადებითად აისახება არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკუთარ პარტიასთან 9-თვიანი დაპირისპირების შემდეგ, ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და საკუთარ პარტიას აფუძნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები