“გვჯერა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია იურიდიულად გაფორმებული იქნება და ყველა ვიზეიმებთ ამას” – ალუდა ღუდუშაური

“ასოცირების ტრიო როდესაც ჩვენ, მოლდოვა და უკრაინა ვიყავით, რატომღაც, საქართველო სრულიად დაუმსახურებლად იყო გამოყოფილი და დაჩაგრული”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„მავნებლობაა ის, რაც გვესმის და უაღრესად დამაზიანებელია ბინძური სპეკულაცია. ის ადამიანები, რომლებიც მანამდე იძახდნენ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა და არ ეკუთვნოდა, ამ ხალხისგან რაიმე შეფასებას როგორ შეიძლება, ტირაჟირებდეთ ან სერიოზულად აღიქვამდეთ. ეს თემა ხელოვნურადაა წამოწეული და ეს ადამიანები ხელოვნურად ცდილობენ, მორიგ ჯერზე მავნებლობას მიმართონ, რომ საქართველო იქნებ, სადმე გაიჭედოს ამ სიტუაციაში, რომ მათი განზრახვა, რასაც პოლიტიკური დუღილის და ხელოვნურად ტემპერატურის აწევა ჰქვია, იქნებ, როგორმე კვლავ გააცოცხლონ და მოქმედებაში მოიყვანონ. ჩვენ მყარად გვჯერა და გვწამს, რომ ის რეკომენდაცია, რაც ევროკომისიის მიერაა გაცემული, იურიდიულად გაფორმებული იქნება და ჩვენ ყველანი ამას ვიზეიმებთ.

ხელოვნურად ამ თემის სპეკულაცია და საქართველოსთან რაიმე ფორმით დაკავშირება ეს მავნებლობაა და მეტი არაფერი. როდესაც ასოცირების ტრიო ჩვენ, მოლდოვა და უკრაინა ვიყავით, რატომღაც საქართველო სრულიად დაუმსახურებლად იყო გამოყოფილი და დაჩაგრული. ეს თუ ერთი პაკეტი იყო, მაშინ რატომ არ იყო საქართველოსთან მიმართებით იგივე პოზიცია. ჩვენი ქვეყანა დადებითი რეკომენდაციიდან გამომდინარე 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსს მიიღებს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები