“ჩვენი ქვეყანა ასოცირებული ტრიოდან სრულიად უსამართლოდ იყო გამოყოფილი, დაჩაგრული, ახლა ამასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია არსებობს, საქართველო მიიღებს სტატუსს” – ალუდა ღუდუშაური
“როდესაც ასოცირების ტრიო – ჩვენი ქვეყანა, მოლდოვა და უკრაინა იყო, რატომღაც საქართველო, სრულიად უსამართლოდ იყო გამოყოფილი, დაჩაგრული. თუ ეს ერთი პაკეტი იყო, რატომ არ იყო მაშინ საქართველოსთან მიმართებით იგივე პოზიცია?”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„ამიტომ, ამასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია არსებობს – ჩვენი ქვეყანა [ევროკომისიის] რეკომენდაციიდან გამომდინარე 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსს მიიღებს“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.