“მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება თუ მის გარეთ რაიმე მოძრაობას წამოიწყებს, ეს იქნება იგივე მიმართულება და იგივე საქმე” – მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ნიკა მელიას „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთაც დარჩება „ნაციონალურ მოძრაობად“. მელია იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ მის გარეთ რაიმე მოძრაობას წამოიწყებს, ეს იქნება იგივე მიმართულება და იგივე საქმე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საკუთარ პარტიასთან 9-თვიანი დაპირისპირების შემდეგ, ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და საკუთარ პარტიას აფუძნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები