უნგრეთში ვიზიტით მყოფი ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, დღის ბოლოს ქვეყნის ვიცეპრემიერმა, ჟოლტ შემიენიმ ოფიციალურ სამუშაო ვახშამზე მიიწვია

უნგრეთში ვიზიტით მყოფი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, დღის ბოლოს ქვეყნის ვიცეპრემიერმა, ჟოლტ შემიენიმ ოფიციალურ სამუშაო ვახშამზე მიიწვია.

პარტიის ინფორმაციით, ხანგრძლივი აუდიენციის დროს მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველო-უნგრეთის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები.
მათივე ცნობით, ვიცეპრემიერმა შემიენიმ, როგორც უნგრეთის სხვა არაერთმა ოფიციალურმა პირმა, მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მისი ქვეყანა და ხელისუფლება უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროკომისიის რეკომენდაციის ოფიციალურად გაფორმებას.

ირაკლი კობახიძემ ჟოლტ შემეინს გულწრფელი მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები