მაკა ბოჭორიშვილი: ის უსამართლობა, რაც გასულ წელს მოხდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოსწორდეს

,,ის უსამართლობა, რასაც ადგილი ჰქონდა გასულ წელს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოსწორდეს – ამ პოზიციით წარდგება უნგრეთი მომავალ კვირაში ევროკავშირის საბჭოს შეხვედრაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთი საქართველოს მხარს უჭერს.

„რა სახის დახმარებაც დასჭირდება საქართველოს, იქნება ეს პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპის საბჭოს შიგნით, თუ სხვა ტექნიკური სახის დახმარება, სრული მზადყოფნა ფიქსირდება უნგრეთის როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომ საქართველომ მაქსიმალურად წაიწიოს წინ და ის უსამართლობა, რასაც ადგილი ჰქონდა გასულ წელს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორდეს და ამას არ შეექმნას არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება. ეს არის უნგრეთის პოზიცია, ამ პოზიციით წარდგება უნგრეთი მომავალ კვირაში ევროკავშირის საბჭოს შეხვედრაზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები