არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობამ“ პარტიების დიდი უმრავლესობა შეისრუტა, პოლიტიკურად დააშანტაჟა

„ნაცმოძრაობამ“ შეისრუტა ეს პარტიები, მათი დიდი უმრავლესობა. დააშანტაჟა პოლიტიკურად, უთხრა, რომ თქვენ გაგაქრობთ მედიიდან, გაგაქრობთ დაფინანსების წყაროებიდან და საეროდ ვერ დადგებით ოპოზიციურ სცენაზე, თუ ჩვენთან და ჩვენი მართული არ იქნებით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ უნდა დაასვენოს ეს ქვეყანა.

„უნდა დაასვენოს ეს ქვეყანა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“. სხვა პარტიებს მინდა მოკრძალებით ვუთხრა, როდესაც თქვენ ხელისუფლებამ მოგცათ ნულოვანი ბარიერი, ეს მოხდა იმიტომ, რომ ოთხწლიანი პერიოდი, პარლამენტში ყოფნა, საკმაოდ დიდი დაფინანსება, წვდომა მედიაზე, ტრიბუნაზე ყოფნის საშუალება, მინისტრის და პრემიერ-მინისტრის მოწვევის საშუალება, დებატების დანიშვნის საშუალება, ეს ყველაფერი უნდა გამოგეყენებინათ და უკვე მომავალი არჩევნებისთვის ასე თუ ისე, წინააღმდეგობა და კონკურენცია გაგეწიათ იმ პარტიისთვის, რომელიც ეს წლები გაშანტაჟებდათ. „ნაცმოძრაობამ“ შეისრუტა ეს პარტიები, მათი დიდი უმრავლესობა. დააშანტაჟა პოლიტიკურად, უთხრა, რომ თქვენ გაგაქრობთ მედიიდან, გაგაქრობთ დაფინანსების წყაროებიდან და საეროდ ვერ დადგებით ოპოზიციურ სცენაზე, თუ ჩვენთან და ჩვენი მართული არ იქნებით. სხვათა შორის არის რამდენიმე, ვინც ამას ღიად უპირისპირდება. ადრე, ვინც მათი იდეოლოგები იყვნენ და მათთვის მისაბაძი ადამიანები, დღეს ზოგიერთი მათგანი საღ აზრზე, მაგრამ ახლა იმათაც ვერ იტანენ, რადგან სიმართლეს ვერ იტანენ. ერთი მომენტია, როდესაც სიმართლეს თვალს გაუსწორებ, უკვე წინ ხარ და ამ ხალხმა ვერ მოახერხა სიმართლისთვის თვალის გასწორება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები