ნიკა მელია ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიას აფუძნებს. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია გააკეთებს ძალიან ბევრს ქართული დემოკრატიისთვის.
ჩვენ, პრაქტიკულად, ხვალინდელი დღიდან დავიწყებთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას. იქნება მნიშვნელოვანი შინაარსობრივი მუშაობა გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება. და დაფუძნდება რისთვის – უამრავი ადამიანი არის დღეს არჩევანის გარეშე“, – ამბობს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ განაცხადა.