ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიას ტოვებს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ თავის პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა, კულუარული გავლენები, პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით ვაჭრობა, განსხვავებული აზრის დევნა და დემოკრატიისათვის კარის დაკეტვა.

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში, მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი პრინციპები ყოფილიყო გამარჯვებული „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ დამხვდა ყრუ კედელი. ქვეყანაში არსებულ გახრწნილ პოლიტიკურ სისტემაში პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ამორალობა აქციონ პოლიტიკურ სტანდარტად…

არ მჯერა, რომ ფულის დამარცხება შესაძლებელია ფულით. არ მჯერა, რომ ოდესმე ვინმე შეძლებს პოლიტიკური კორუფციის დამარცხებას, პოლიტიკური კორუფციითვე, არ მჯერა, რომ უღირსობას ვინმე დაამარცხებს უღირსობით.

ეს არ არის ის, რისთვისაც ვიბრძოდი და ვაპირებ ბრძოლას მომავალში. სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ საკუთარ სტანდარტად აქცია არაფორმალურ მართვა და კულუარული გავლენები, საკუთარ სტანდარტად აქცია განსხვავებული აზრის დევნა, საკუთარ სტანდარტად აქცია დემოკრატიისთვის კარის დაკეტვა და პოლიტიკითა და პოლიტიკით ვაჭრობა.

მივდივარ თუ არა? დიახ, მივდივარ წინ, მომავლისკენ. წარსულს ვტოვებ წარსულში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები