გიორგი ვოლსკი: წარმატება გარდაუვალია და რისი ღირსიც არის საქართველო, ზუსტად იმას მიიღებს ევროკავშირისგან
“წარმატება გარდაუვალია და რისი ღირსიც არის საქართველო, ზუსტად იმას მიიღებს ევროკავშირისგან და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სულ უახლოეს ხანში მიღებული”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ ბუდაპეშტიდან ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
„ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს 9 რეკომენდაცია არის პროცესი, რომელიც ვფიქრობ წარმატებით მიმდინარეობს იქამდე, სანამ „ქართულ ოცნებას“ უჭირავს ეს სადავეები ხელში. შიდაპოლიტიკური სუბიექტების უმრავლესობა ჩვენს გარშემო დესტაბილიზაციაზე არიან ორიენტირებულები რადგან არ აქვთ იმედი, რომ არჩევნებში ექნებათ რამე წარმატება. ეს სამწუხარო ორი რეალობა ერთმანეთს ემთხვევა და ხელშეშლის თემა ისევ აქტუალურია. ისევ აქვს ადგილი ბრიუსელის დერეფნებს, დეზინფორმაციის და ფეიკ ნიუსების გავრცელებას საქართველოსთან მიმართებით. თუმცა წარმატება გარდაუვალია და რისი ღირსიც არის საქართველო ზუსტად იმას მიიღებს ევროკავშირისაგან და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სულ უახლოეს ხანში მიღებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.