ირაკლი კობახიძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერს, იანოშ ლატორცაის შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში უნგრეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას.
ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერის განცხადებით, უნგრეთი სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ირაკლი კობახიძემ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი – გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი – ირაკლი მეზურნიშვილი.