მამუკა მდინარაძე – “ნაცმოძრაობაზე”: ერთმანეთს ვერ იტანენ, ჭამენ და მოპარულ ფულებს ვერ იყოფენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.

“ერთმანეთს რომ ვერ იტანენ, ჭამენ და მოპარულ ფულებს ვერ იყოფენ ეს ერთია, მაგრამ მეორეა – მათ, საბოლოოდ, არავინ ეკითხება, ვინ სად გადავა, ვინ როგორ დაიშლება, შეიძლება ამაზე ქვემოთ ინფორმაცია არც ჰქონდეთ.

არ შეიძლება იმის არშენიშვნა, იმ ინფორმაციის არგახმოვანება, რომ მათ ყველას აქვს დავალებები: გახარიამ უნდა უღალატოს საკუთარ გუნდს და შემდეგ რაღაცები უნდა მოიგონოს და მოღალატე გახარიას ფაქტორმა უნდა იმუშაოს 2%-ზე მაინც, „ლელომ“ შუაშისტური უნდა იმუშაოს და სალომე ზურაბიშვილთან ერთად დარტყმები სხვაგვარად უნდა მიაყენოს. ეს არის მათი როლები, რომელიც დაავალეს. სინამდვილეში ეს არის ომის პარტიის, ანუ იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი დიდი კლასტერი, სადაც მოქმედებენ დავალებების შესაბამისად და ამ დავალებების შესაბამისად ხდება ახლა დაშლა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები