ირაკლი კობახიძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერს, იანოშ ლატორცაის შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერს, იანოშ ლატორცაის შეხვდა.

პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი, ისაუბრეს უნგრეთის მხარდაჭერაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში და საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე.

მათივე ცნობით, ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერის განცხადებით, უნგრეთი სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები