“გონჩარენკო ისე მსჯელობს, მგონი, მალე დაუბრუნდება თავის გეორგიევსკის ლენტს, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ ეკეთა პიჯაკზე” – მამუკა მდინარაძე
“ალექსეი გონჩარენკო ისე მსჯელობს, მგონი, მალე დაუბრუნდება თავის გეორგიევსკის ლენტს, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ ეკეთა პიჯაკზე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რითაც უკრაინელი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
„ეს ადამიანი ქართული „ნაცური“ მედიის უსაყვარლესი რესპონდენტი იყო თვეების წინ და არც დღეს უჭირთ მისი გზავნილების გახმოვანება. ამავდროულად, ეს ადამიანი ძალიან მტრული გზავნილებით საქართველოსთან მიმართებით, და თუ თურმე მართლები ვყოფილვართ მასთანაც და ბევრ სხვასთანაც, ვინც გუშინ გეორგიევსკის ლენტებით დარბოდნენ, დღეს უკრაინის პატრიოტები გახდნენ და მალე დაუბრუნდებიან იმ ნარატივს, რომელიც ჰქონდათ 7-8 წლის წინ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ რუსული არმია „ახლა რეალურად მსოფლიოში ნომერ მეორე არმიაა, ჩინეთის არმიაზე უფრო ძლიერია იმიტომ, რომ რუსულმა არმიამ კოლოსალური გამოცდილება შეიძინა“.