დავით მათიკაშვილი: “ვენეციის კომისიის” დასკვნა პირდაპირ მიუთითებს, რომ იურიდიულ პირებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება
მმართველი გუნდის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, “ვენეციის კომისიის” დასკვნა პირდაპირ მიუთითებს, რომ იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უნდა აეკრძალოთ.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ მსგავს ცვლილებებს მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციაც დაუჭერს მხარს.
“ამ საკითხის შემადგენელი ნაწილი ჯერ კიდევ 12-პუნქტიან გეგმასთან მიმართებით იყო დეოლიგარქიზაციის გადაწყვეტილება, პუნქტი, რომელიც იყო თვითონ ჩვენი ევროპელი კოლეგების მიერ შემოთავაზებული. “ვენეციის კომისიის” დასკვნა პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ მიზნით იურიდიულ პირებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. მთავრობის მიერ გამოცხადებული სტრატეგიიდან გამომდინარე ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იქნეს ამოღებული შესაძლებლობა იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების. იქნება კარგი, მართებული და პოზიტიური, თუკი ასეთ ცვლილებებს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიცია დაუჭერს მხარს,”- განაცხადა მათიკაშვილმა.