ანა ნაცვლიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობები მიმოიხილეს.

აღინიშნა, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ხელისუფლების ერთ-ერთი დეკლარირებული მიმართულებაა, თუმცა იმისთვის, რომ აღნიშნული პრიორიტეტი პრაქტიკაშიც განხორციელდეს, აუცილებელია ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან ერთად კოორდინირებული მუშაობა გასწიოს.

„დღევანდელი შეხვედრა თემატური მოკვლევის – „ქალებისა და გოგოებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” ერთგვარი გაგრძელებაა. შეხვედრის მიზანია იმ პრობლემების და შესაძლებლობის პრაქტიკაში გადატანა, რომელიც თემატურმა მოკვლევამ გამოკვეთა. უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა ეკონომიკური კონცეფცია, რომელიც პარლამენტმა მრავალპარტიული მხარდაჭერით მიიღო, მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს და ახლა მთავარია დოკუმენტში ასახული მიდგომები ხელშესახებ რეალობად გადაიქცეს. ყოველივე ამას კი სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კოორდინირებული და სერიოზული მუშაობა სჭირდება. შესაბამისად, მსგავსი ფორმატის შეხვედრების მიზანია ყველა აქტორს ერთი მაგიდის ირგვლივ მოვუყაროთ თავი და ვიმუშაოთ, რომ არა ცალკეულ ან ფრაგმენტულ, არამედ სისტემურ შედეგებზე გავიდეთ”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები