რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: მათმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ეს ადამიანები არიან ძალიან უპასუხისმგებლო და სუსტი დეპუტატები
მმართველი გუნდის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციიდან პარლამენტში უპასუხისმგებლო და სუსტი დეპუტატები არიან.
„ოპოზიცია განხილვიდან და პარლამენტიდან გაიქცა. მათმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს რომ ეს ადამიანები არიან ძალიან უპასუხისმგებლო და სუსტი დეპუტატები. ამ საკითხზე მათ ბევრი განცხადება გააკეთეს ეკრანებთან, მედიასთან, მაგრამ არცერთი პარლამენტში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ერთი, მათ არ ჰქონდათ არგუმენტები, მეორე – არიან უსუსურები და მესამე, როგორც დღეს გაექცნენ განხილვას ისე გაიქცევიან ქართული პოლიტიკიდან“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, პარტიების დაფინანსების ცვლილებაზე კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.