გია ვოლსკი: ევროკავშირის ფორმატში ჩვენთვის მხარდაჭერა არის გარანტირებული იმ მაჩვენებლების გამო, რაც საქართველოს გააჩნია
“ევროკავშირის ფორმატში ჩვენთვის მხარდაჭერა არის გარანტირებული იმ მაჩვენებლების გამო, რაც საქართველოს გააჩნია, მნიშვნელოვანია, რომ უნგრეთი ამ საკითხებთან დაკავშირებით მყარად დგას საქართველოს მხარეს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ უნგრეთში ქართული დელეგაციის მიერ გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე უნგრეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
„მთავარი გზავნილი არის სრული ურთიერთგაგება საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე, ევროკავშირთან მიმართებით ჩვენს დამოკიდებულებაზე, რომელიც არის აბსოლუტურად პოზიტიური და ველოდებით ევროკავშირის მხრიდანაც იმავე დამოკიდებულებას, ვინაიდან ჩვენ რეალურად ვიმსახურებთ მაღალ სტატუსს ევროინტეგრაციის გზაზე. ამ გზაზე უნგრეთის მხარდაჭერის ხაზგასმა მოხდა დღეს კიდევ ერთხელ. რასაკვირველია, უნგრეთს თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ ამავე დროს რეალურია ის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ყურადღებას ვაქცევთ და საკმაოდ სერიოზულ ხაზსაც ვუსვამთ. სერიოზულად ვუსვამთ ხაზს იმას, რომ უნგრეთი არის მოკავშირე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.