მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის განსაკუთრებული დატვირთვა, არამედ რეგიონის ქვეყნებისთვის, როგორიცაა აზერბაიჯანი და სომხეთი

“საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები არაერთხელ ყოფილა წარმატებული თანამშრომლობის დასტური მეზობელ ქვეყნებს შორის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის განსაკუთრებული დატვირთვა, არამედ რეგიონის ქვეყნებისთვის, როგორიცაა აზერბაიჯანი და სომხეთი.

“საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონულ კონტექსტში, არამედ ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც.

ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმ პროექტების განსახორციელებლად, რაც ასევე უკავშირდება საქართველოს ფიზიკურად დაკავშირებადობას ევროკავშირთან. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უნდა იყოს მტკიცე და ერთიანი, ერთიან სტრატეგიაზე დაფუძნებული.

მისასალმებელია, როდესაც მეზობელი ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ასეთი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, გვესმის მსგავსი გზავნილები. რაც შეეხება, ზოგადად საქართველოს პოზიციებს ევროკავშირთან ურთიერთობებში და მის გავლენას კავკასიის რეგიონზე, ეს არაერთხელ ყოფილა განხილვის საგანი. ჩვენ ამ თემაზე საუბარს ვაგრძელებთ ევროპელ პარტნიორებთან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის განსაკუთრებული დატვირთვა, არამედ რეგიონის ქვეყნებისთვის, როგორიცაა აზერბაიჯანი და სომხეთი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები