“იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვა იყო ვენეციის კომისიის მოთხოვნა, ამ საკითხზე აჟიოტაჟის შექმნა არის აბსოლიტურად ხელოვნური პრობლემა” – ირაკლი კობახიძე
„იურიდიული პირების წილი პარტიების დაფინანსებაში არის სამი-ოთხი პროცენტი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„რაც შეეხება იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვას, ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი ამ მიმართულებით არ გვქონდა. იურიდიული პირების წილი პარტიების დაფინანსებაში რეალურად, დღესაც არის სადღაც სამი-ოთხი პროცენტი. ეს არ არის პოლიტიკურად სენსიტიური საკითხი, თუმცა ოპოზიცია აქაც ახერხებს სპეკულირებას.
ეს იყო ვენეციის კომისიის მოთხოვნა, რომელსაც უბრალოდ ვასრულებთ. შესაბამისად ამ საკითხის გარშემო პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნა არის აბსოლუტურად ხელოვნური პრობლემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.