“ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვისაც, კარგია, როდესაც ჩვენს ევროინტეგრაციას ასეთი კუთხით უყურებს მეგობარი სახელმწიფოს პრეზიდენტი – ილჰამ ალიევი” – ირაკლი კობახიძე

„ჩვენთვის აზერბაიჯანთან მეგობრობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვისაც“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ძალიან კარგია, როდესაც ჩვენს ევროინტეგრაციას ასეთი კუთხით უყურებს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს პრეზიდენტი – ალიევი. ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვისაც, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა და განცხადება, რომელიც გააკეთა ალიევმა, არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კობახიძემ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ADA-ს უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები