იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარტიების დაფინანსების ცვლილებაზე კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

„ქართული ოცნების“ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარტიების დაფინანსების საკითხს უკავშირდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

ცვლილებები შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონსა და საარჩევნო კოდექსში.

ცვლილებათა ინიციატორების განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.

კანონპროექტის თანახმად, პარტიები ვეღარ დაფინანსდებიან იურიდიული პირების მიერ, შემცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა. კანონპროექტით საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები