ალუდა ღუდუშაური – ზურაბიშვილზე: მას თუ ჰგონია, რომ „სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად შემცდარა
“საერთოდ, ამ ქალისთვის არანაირი კანონმდებლობა არ არსებობს და ამოვარდნილია ყველაფრიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხი ხედავს, სალომე ზურაბიშვილს რა მისია აქვს.
„როცა პრეზიდენტისთვის კონსტიტუცია არაფერს ნიშნავს, საერთოდ ამ ქალისთვის არანაირი კანონმდებლობა არ არსებობს და ამოვარდნილია ყველაფრიდან, მის სიტყვებს თუ დავესესხებით, მას როგორც უყვარს თქმა, ეს ადამიანი და მაგრად ცდება. ქართველი ხალხი ხედავს მარტივად, რა მისიაც აქვს დღეს მას. მისი მისიაა ქვეყანაში ხელოვნურად ასწიოს პოლიტიკური ტემპერატურა და ამ პოლიტიკურ ველზე საკუთარი თავი სადღაც მაინც დაინახოს. ის ასრულებს „ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთას”, – განაცხადა ღუდუშაურმა.