რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: ფაქტობრივად, ისინი აღიარებენ, რომ არ არიან მომხრე არც რეკომენდაციების შესრულების, არც გამჭვირვალობის
“ამით ფაქტობრივად ისინი აღიარებენ, რომ არ არიან მომხრე არც რეკომენდაციების შესრულების, არც გამჭვირვალობის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარტიის დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებზე ოპოზიციის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ინიციატივა საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობას ხელს შეუწყობს.
„ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ხდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება და ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობას. სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე არის კიდევ უფრო მეტად საინტერესო, თუ რატომ აპროტესტებს მას რადიკალური ოპოზიცია. ამით ფაქტობრივად ისინი აღიარებენ, რომ არ არიან მომხრე არც რეკომენდაციების შესრულების, არც გამჭვირვალობის და ცხადია, ოფშორისგან დაფინანსებული ორგანიზაციებიდან სხვა მოლოდინი ჩვენ არც უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, პარტიების დაფინანსების წესებში შესატან ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს იმსჯელებენ.