გურამ მაჭარაშვილი – ლევან ხაბეიშვილზე: მისთვის მნიშვნელოვანი არ არის საკუთარი პარტიის წევრებიც, როგორ შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი საქართველოს საზოგადოება?!
ხაბეიშვილისთვის მნიშვნელოვანი არ არის საკუთარი პარტიის წევრები და თანამდებობის პირებიც კი და როგორ შეიძლება მისთვის იყოს მნიშვნელოვანი საქართველო და საქართველოს საზოგადოება?! – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ბრენდი, რასაც ჰქვია „5 ნომერი“, ესაა რაც აინტერესებს კეზერაშვილს. პრინციპში, ეს მისმა შვილობილმა ხაბეიშვილმა თქვა პირდაპირ, რომ რა მნიშვნელობა აქვს რამდენი დატოვებსო [პარტიას], მე ხომ ვარ „5 ნომრის“ თავმჯდომარეო. ეს არის მისთვის მთავარი. მისთვის [ხაბეიშვილისთვის] მნიშვნელოვანი არ არის საკუთარი პარტიის წევრები და თანამდებობის პირებიც კი და როგორ შეიძლება მისთვის იყოს მნიშვნელოვანი საქართველო და საქართველოს საზოგადოება?!“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.