“ევროკავშირში გაწევრიანების ინიციატივაში ქართველ მეგობრებს წარმატებას ვუსურვებ და ვულოცავ მათ სტატუსის მინიჭებას” – ილჰამ ალიევი
„აზერბაიჯანი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან. ჩვენი პარტნიორობა ენერგეტიკით არ შემოიფარგლება. ამ თანამშრომლობის წყალობით, ჩვენ შევძელით, წარმოგვედგინა საკუთარი თავი – ორივე ქვეყანა – როგორც ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდი ევროპაში”,- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ფორუმზე „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და გამოწვევები”.
ღონისძიება ორგანიზებულია ADA-ს უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრთან ერთად.
ალიევმა გაიხსენა, რომ საქართველოს რეგულარულად სტუმრობს და რომ საქართველოს პრემიერმინისტრი აზერბაიჯანში ხშირად ჩადის.
მისი თქმით, ამ შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.
„ევროკავშირში გაწევრიანების საქართველოს სურვილი სრულად გვესმის. წარმატებებს ვუსურვებ, ქართველ მეგობრებს ამ ინიციატივაში და ვულოცავ მათ, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას“, – თქვა ილჰამ ალიევმა.