დავით ნარმანია სევდია უგრეხელიძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს

  • დედაქალაქის მერი დავით ნარმანია თბილისის მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის იმ განცხადებას, რომლითაც სევდია უგრეხელიძემ მას მათემატიკის ცოდნა დაუწუნა განაცხადა რომ „დავით ნარმანიამ გამრავლების ტაბულა არ იცის“, სამარცხვინოს უწოდებს.
    “სამარცხვინოა ის, რაც ქალბატონმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა და ჩემი არითმეტიკა და კალკულაციაც დაიწუნა. მე ვარ ის ადამიანი, ვინც ყოველთვის ვაკეთებ გაანგარიშებებს, ვდებ სხვადასხვა ალტერნატივებს და გადაწყვეტილებებს აქედან გამომდინარე ვიღებ. მინდა ამ შემთხვევაში ბანკს ვუპასუხო, რომ ვიდრე განცხადებას გავაკეთებდი, ძალიან კარგად დავფიქრდით და ავწონ-დავწონეთ ის, თუ რა შეიძლებოდა ამ განცხადებას მოჰყოლოდა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ პრეტენზია კომერციულ ბანკთან არ გავქვს. ჩვენ პრეტენზია გვაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც პირდაპირ “ლიბერთი ბანკს” შეუთანხმდნენ და რომლებმაც ათ მილიონზე მეტით აზარალეს თბილისის ბიუჯეტი”, – განაცხადა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ერთერში ჩართვისას დავით ნარმანიამ.

    შეგახსენებთ, რომ “კვირა“-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე მერიის დაქვემდებარებაში არსებული შპს – ების შემოწმების თემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქალაქის მერს და მერიის ბევრ ახალ თანამშრომელს დათვლასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები