“უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს, მაგრამ გვჭირდება დაგვეხმაროს სხვა ქვეყნებთან, რათა დაარწმუნოს, ისინი რომ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს” – ირაკლი მეზურნიშვილი
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ირაკლი მეზურნიშვილი, რომელიც პარლამენტის დელეგაციასთან ერთად უნგრეთში იმყოფება, აცხადებს, რომ უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„უნგრეთი არის ჩვენი დიდი მეგობარი. ბოლო პერიოდში ინტენსიური ვიზიტები განხორციელდა საქართველოში პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დელეგაციის აქ ჩამოსვლა, ამ ქვეყანაში, რადგან შევედით ბოლო ფაზაში. სულ მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება.
ვიცით, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ ნაწილში მაგრამ ჩვენ არა მარტო მხარდაჭერა გვინდა, არამედ გვჭირდება ლობირება ამ საკითხის რომ დაგვეხმაროს უნგრეთი სხვა ქვეყნებთან, რომ დაარწმუნოს, რომ ვიმსახურებთ გადაწყვეტილებას (კანდიდატის სტატუსს)“, – აღნიშნა მეზურნიშვილმა.