ალექსი პეტრიაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რიგაში, მე-9 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა უელსში გამართული ნატოს სამიტის შედეგებსა და გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხებზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები