არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლებამ სწორად იმოქმედა, საქართველომ გაიარა მნიშვნელოვანი გზა და გაატარა რეფორმები ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის
პარლამენტის ვიცესპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე “ქართულმა ოცნებამ” სწორი ნაბიჯები გადადგა.
“პარტნიორების მხარდაჭერით, გვაქვს მწვანე შუქი, რომ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს 15 დეკემბრისთვის. მნიშვნელოვანია, რომ, სტატუსთან ერთად, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა იმ გეგმაზე, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ იქნება აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის. ყველაფერი ადასტურებს, რომ სწორად იმოქმედა ხელისუფლებამ, საქართველომ გაიარა მნიშვნელოვანი გზა და რეფორმები ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის და ახლა ეს ყველაფერი არის ისე ახლოს, როგორც არასდროს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.