არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ რვა არჩევნებში მოსინჯა გაერთიანებაც, შუაში დგომაც, მარჯვნივ და მარცხნივ დგომაც, მაგრამ ყველა ჯერზე წააგეს

ოპოზიციაში ვინმე იმაზე უნდა დაფიქრდეს, რომ საზოგადოების ნდობის მოპოვება შუაში თუ გვერდზე დგომით არ ხდება! – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

“რადიკალური ოპოზიცია დადგება შუაში თუ გვერდით, ამით ხარისხობრივად არაფერი შეიცვლება – საჭიროა სულ სხვა სტრატეგია!
საზოგადოების ნდობის მოპოვება, პირველ რიგში, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით ხდება – როცა რისთვისაც სხვას აკრიტიკებ, იმავეს შენ არ აკეთებ. ნდობის მოპოვება ხდება იმით, რომ როდესაც ადამიანი მხარს დაგიჭერს, ზურგი არ უნდა აქციო და არ უნდა მოატყუო, რომ ოპოზიციაში ყოფნა და პარლამენტში შესვლა აღარ გინდა, ხდება იმით, რომ საზოგადოებას მომავლის ლიდერსა და მომავლის პროგრამას სთავაზობ. როცა აქედან არაფერს აკეთებ, არ ვიცი, ამ ოპოზიციას რა შუაში დგომა უშველის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები