კულტურის კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა გამართა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა გამართა თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ინკლუზია სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში”.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კვლევა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID) აფინანსებს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განცხადებით, სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში შშმ ბავშვების ინკლუზიის საკითხის კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს მათი სოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

„გამოვლინდა ძალიან საინტერესო საკითხები, რომელსაც სჭირდება საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება. იმედი გვაქვს, რომ კვლევის შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ექნებათ საზოგადოებაში მეტი ინტეგრაციის საშუალება და მათი ცხოვრების ხარისხი ბევრად უფრო ამაღლდება. ამ კვლევის შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვთ მათთვის”,- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები