„ყველას წყევლიდნენ, დაიშლებიან და უბედურებას მოხდებაო და სინამდვილეში თვითონ დაიშალნენ“ – ბექა დავითულიანი „ნაცმოძრაობაზე“
“ყველას წყევლიდნენ, დაიშლებიან და უბედურება მოხდებაო და სინამდვილეში თვითონ დაიშალნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„როცა არ აქვთ შესაძლებლობა, რომ აწამონ და დაგესლონ საქართველოს მოსახლეობა, მერე ერთმანეთს აწამებენ და ერთმანეთს ებრძვიან. ებრძოლონ ერთმანეთს, დაიშალონ – ეს მათთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგია, ამით ქართულ პოლიტიკას არაფერი დაუშავდება“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წევრმა, მათ შორის, საკრებულოს წევრებმა პარტია დატოვეს.