გია ცაგარეიშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: სააკაშვილმა უკუღმართი თესლი ჩააგდო, როცა ამ ავაზაკთა დაჯგუფებას ქმნიდა, 20 წლისთავზე თავისი შედეგი მაინც გამოიღო

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესები პარტიის სულ მცირე ორ ნაწილად დაშლით დასრულდება.

მისივე შეფასებით, აღნიშნული შიდა პარტიული დაპირისპირება, გარკვეულწილად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ არის გამოწვეული.

„ადამიანები გარბიან ამ პარტიიდან და ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან მალე გაფორმდება ამ პარტიის, სულ მცირე, ორ ნაწილად დაშლით, ან შეიძლება, უფრო მრავალ ნაწილად. რასაც დასთეს, იმას მოიმკიო – როგორი უკუღმართი თესლიც ჩააგდო ნიადაგში მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე, როცა ქმნიდა ამ ავაზაკთა დაჯგუფებას, დაგვიანებით, მაგრამ 20 წლისთავზე თავისი შედეგი მაინც გამოიღო,“- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობა” გუშინ ბათუმში 9 წევრმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები