გურამ მაჭარაშვილი: ნეტავ, რადიკალურმა ოპოზიციამ იცოდეს, როგორ სულერთია საქართველოს საზოგადოებისთვის, ჩაერთვებიან სამუშაო ჯგუფებში თუ არა
“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის მიზანი ქვეყნისთვის სტატუსის მიღებაში ხელის შეშლაა.
მისივე თქმით, “საზოგადოებისთვის სულერთია, რადიკალური ოპოზიცია სამუშაო ჯგუფებში ჩაერთვება თუ არა”.
„ნეტავ, რადიკალურმა ოპოზიციამ იცოდეს, როგორ სულერთია ახლა საქართველოს საზოგადოებისთვის მათი დამოკიდებულება, ჩაერთვებიან ამ ჯგუფებში თუ არა. მეტსაც გეტყვით, ასეთი განწყობა აქვთ, მათ შორის, ევროპელ პარტნიორებს, რადგან იციან, ვინ არის ევროინტეგრაციისთვის მომუშავე და ვინ პირიქით – ფეხის დამდები. ჩაერთვებიან თუ არა – თვითონ განიხილონ ეს საკითხი,“ – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.