მაკა ბოჭორიშვილი – ოპოზიციაზე: მათი ერთადერთი მიზანია, რაიმე გზით შექმნან ხმაური ან არეულობა
“არის აბსურდული ბრალდებები, წინასწარ შექმნილი ხმაური იმისთვის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე მთავარი პროცესის, რაც არის არჩევნები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი არეულობაა.
„მათი ერთადერთი მიზანია, რაიმე გზით შექმნან ხმაური ან არეულობა, რაც მათ მოაქცევს ხელისუფლებაში. სხვა მათ არაფერი აინტერესებთ. სამწუხაროდ, ეს დასკვნა შეიძლება, გავაკეთოთ იმ ორწლიანი დაკვირვების შედეგად, რაც ჩვენ სახეზე გვაქვს და როგორც ისინი იქცევიან ნებისმიერ პროგრესულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ვთქვათ, უკავშირდება არჩევნების უკეთ ჩატარებას. არის აბსურდული ბრალდებები, წინასწარ შექმნილი ხმაური იმისთვის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე მთავარი პროცესის, რაც არის არჩევნები“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.