მაკა ბოჭორიშვილი: ყველა კვლევის შედეგით, „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც რეიტინგებით წარმოუდგენლად უსწრებს სხვა პოლიტიკურ პარტიებს
მმართველი გუნდის წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ყველა კვლევის შედეგით, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სხვა პოლიტიკურ პარტიებს რეიტინგებში უსწრებს.
“ხელოვნურად კოალიციური მთავრობა ვერ შეიქმნება, საქართველოში არ დგას მოცემულობა, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ ერთი პარტიის შესაძლებლობა, რომ მიიღოს არჩევნებში ხმის ის რაოდენობა, რომელიც სჭირდება მთავრობის ჩამოყალიბებას. ასეთი სპეკულაციები 2020 წლის არჩევნებამდეც იყო, ეს იყო ძალიან მცდარი და მე ვფიქრობ, რომ ზედმეტად გამოყენება იმ უფლებამოსილებების, რომელიც ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოდან ასეთ გზავნილებს აგზავნიდნენ, ვინაიდან ამის არანაირი საფუძველი არ ყოფილა, რომ ვინმეს ეთქვა, რომ საქართველოში ხელისუფლება იცვლება და მოდის კოალიციური ხელისუფლება. ასეთი გზავნილები აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. თუკი ვინმე ამას აკეთებს წინასწარ, როცა 1 წელია დარჩენილი არჩევნებამდე და ძალიან წარმოუდგენელია პროგნოზები აკეთო, გარდა იმისა რომ შეხედო პარტიების რეიტინგებს, სხვადასხვა კვლევის შედეგებს და ყველა კვლევის შედეგში „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წარმოუდგენლად უსწრებს სხვა პოლიტიკურ პარტიებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.