ბათუმში „ნაცმოძრაობის“ 9 წევრმა პარტია დატოვა

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წევრმა პარტია დატოვა. მათ შორის არიან საკრებულოს წევრებიც.

როგორც ერთ-ერთი მათგანი, გიორგი კირთაძე აცხადებს, პარტიაში ერთიანობის შენარჩუნების მცდელობის მიუხედავად, ცვლილება ვერ მოახერხეს.

„ყველა მცდელობა იყო განხორციელებული პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ 2025 წლამდე პარტიაში არაფერი შეიცვლება და 2024 წლის ყველაზე მნიშნელოვან და გადამწყვეტ არჩევნებზე პარტია წარდგება ისე, როგორც არის დღეს. ურთულესი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, მაგრამ ვტოვებთ „ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, ვრჩებით „ვარდების რევოლუციის“ იდეალების ერთგულები და ვაგრძელებთ ბრძოლას ახალი პლატფორმიდან“, – აცხადებს გიორგი კირთაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები